კორონავირუსის 4 610 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 4 610 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 624 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 55 815 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 603, „პისიარ“ ტესტით – 24 212.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,26%, ბოლო 14 დღის – 8,96%, ბოლო 7 დღის – 8,82%.

კარანტინის რეჟიმშია 46, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 377 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 086 პირი.