რუმინეთში, ევროპის ჩემპიონატზე სენაკელი გიორგი ჩხიკვაძე იასპარეზებს

  • 12 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით, რუმინეთში, ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს სენაკელი სპორტსმენი გიორგი ჩხიკვაძე.

სენაკელი სპორტსმენი გახლავთ საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის ორგზის ევროპის პრიზიორი, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, ევროპის ორგზის პრიზიორი, ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონი, საფრანგეთის გრან-პრის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენისა და 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულების მფლობელი.