სენაკის მერმა გამორჩეულ სენაკელებს საპატიო წოდებები მიანიჭა

  • დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილ, წარმატებულ სენაკელებს ლუარა დგებუაძეს, რუსუდან მილიუტინს და კოვალი ხუნწარიას შეხვდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა, ღვაწლითა და დამსახურებებით გამორჩეულ სენაკელებს საპატიო წოდებები მიანიჭა და სიგელები გადასცა.

წლის წარმატებული ექიმისა და მენეჯერის წოდება მიენიჭა სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორს, ღვაწლმოსილ ექიმ-პედიატრს, ლუარა დგებუაძეს.

გამორჩეული მოღვაწეობისა და მედიცინის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.წლის წარმატებული ხელოვანის წოდება მიენიჭათ – სენაკის საპატიო მოქალაქეს, დამსახურებულ პედაგოგს, რუსუდან მილიუტინს და ღვაწლმოსილ პედაგოგს, მხატვარ კოვალი ხუნწარიას – ხანგრძლივი, წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობისა და კულტურისა და ხელოვნების სფეროებში შეტანილი წვლილისთვის.