სენაკის მერმა მოქალაქეთა მიღება გამართა

  • დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ მოქალაქეთა მიღება გამართა. ადგილობრივებმა, მერთან, მათთვის აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც, ძირითად, სოციალურ, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდებოდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეებს, პრობლემური საკითხების კომპეტენციისა და კანონიერების ფარგლებში, დროულ რეაგირებას დაჰპირდა. “სენაკელებთან ყოველდღიურ რეჟიმში აქტიური კომუნიკაცია ჩემი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი იქნება. მათთან შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას და პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას. ასევე, აქტიურად გავაგრძელებ შეხვედრებს ყველა ლოკაციაზე, ადგილებზე გავეცნობი არსებულ გამოწვევებს და მათ დროულად და ეფექტურად მოსაგვარებლად, ჩემს გუნდთან ერთად მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებებს” – განაცხადა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.

უწყების ცნობით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, მოქალაქეთა მიღება მერთან, ყოველი კვირის ოთხშაბათს, დილის 12:00 საათიდან დაიწყება. მერთან შეხვედრის მსურველებს შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 568 79 97 79.