სენაკის საბავშვო და ბაგა-ბაღებში, აქტივობა “სტუმარი – მკითხველის სტატუსით” მიმდინარეობს

  • სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების საბავშვო და ბაგა-ბაღებში, აქტივობა – ,,სტუმარი – მკითხველის სტატუსით” მიმდინარეობს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საყვარელ ზღაპრებს აღსაზრდელებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უკითხავენ.

პროექტი თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.