- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, სენაკის ტექნოპარკში, იდეების ფორუმი გაიმართა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფორუმს – ,,გაკვეთილი, რომელიც შთაგვაგონებს“, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილე ნანა ზარანდიასთან ერთად დაესწრო.
იდეების ფორუმში მონაწილეობა მიიღო 16 საჯარო და კერძო სკოლის 36-მა პრეზენტატორმა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა მიერ შესრულებული სასწავლო პროექტებისა და აქტივობების წარმოჩენა-გაზიარებას, პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარებას.

