სენაკში დასრულდა საკირეს მთაზე არსებულ ჯვართან მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტი

  • სენაკში დასრულებულია ე. წ. საკირეს მთაზე არსებულ ჯვართან მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, ითვალისწინებდა არსებულ ტერიტორიაზე პარკინგისა და LED სანათებით გარე განათების მონტაჟს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი, არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას უწყობს ხელს, არამედ, ტურისტული და პილიგრიმული მიზიდულობის კუთხით, ახალ შესაძლებლობებს ქმნის.