„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულისთვის

  • სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 68 000 ლარი გამოიყო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდა. სოფელ შუა ნოსირში მოეწყო გარე განათების სისტემა, რესტავრირდა მემორიალი, შემოიღობა საბავშვო ბაღის ტერიტორია და მოეწყო საჩრდილობელი. გარე განათების სისტემა დამონტაჟდა ასევე ნოსირში, საოდიშარიოსა და საკილასონიოში. საოდიშარიოსა და სასიმონიოს უბნებში დასრულდა სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები. საოდიშარიოს უბანში ასევე რეაბილიტირდა ხიდი. საბესელიოს უბანში – მინი სპორტული მოედანი; სასოლომონიოს უბანში მოეწყო მილხიდი.