სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

  • სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე მ. ნ.-ას (მისამართი: სენაკი, ნოსირი, 22-ე ქუჩა N27) კუთვნილი ფრინველთა (მწყრის) სასაკლაო შეამოწმეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე მწყრის დაკვლის ფაქტი. ამავდროულად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

სააგენტოს ცნობით, კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

“სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები.”-აღნიშნულია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.