31 დეკემბერს სენაკში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

  • მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 31 დეკემბერს სენაკში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება გაიმართება ცენტრალურ მოედანზე.

იხილეთ ღონისძიების პროგრამა:

17:00-18:00 – საახალწლო მელოდიები.

18:00 – კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა.

18:00-21:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და საკვები სივრცეები.

18:00-20:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების გაკვეთილები.

18:30 – 19:30 – ანიმატორების საბავშვო პროგრამა.

19:30-21:00 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.

21:00-21:15 – კოსტიუმირებული ორკესტრის მსვლელობა.

21:15-23:00 – საშობაო მელოდიები.

23:00-00:45 – ანსამბლი რუსთავი; ჯგუფი რეზო და ბავშვები.

00:00 – საზეიმო ფოიერვერკი.

წამყვანი თამუნა გომართელი.