- სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის რეგიონული ფორმატის სამუშაო შეხვედრაში.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო მუნიციპალიტეტებში არსებული სამართლებრივი გამოწვევების ანალიზი და იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებს სისტემურ მიდგომას და საკანონმდებლო დონეზე რეაგირებას.
დისკუსიების ფარგლებში გამოიკვეთა საჭიროებები, მათ შორის, ქონების მართვა, ბუნებრივი რესურსების გამოყენება, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში მომსახურების ხელმისაწვდომობა, ასევე მუნიციპალიტეტებში საჯარო სამსახურის სპეციფიკის რეგულირების აუცილებლობა.