სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა საზეიმოდ დაიხურა

  • სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა დღეს საზეიმოდ დაიხურა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამოვლინდა გრან-პრის მფლობელი – სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლა, ასევე – ნომინანტები, რომლებიც დიპლომებით და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

თეატრალური ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერითა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით გაიმართა.