- სენაკში, ქალაქის ცენტრალურ პარკში, დაიწყო ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ჭალადიდელის ბიუსტის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები. გიორგი ჭალადიდელის ბიუსტი მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დააზიანეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მომზადდა შესაბამისი საკონსერვაციო პროექტი, რომლის ფარგლებში განხორციელდება ორი ბიუსტის – გიორგი ჭალადიდელისა და აკაკი ხორავას ბიუსტების სკულპტუროზული, მექანიკური მეთოდით კონსერვაცია, არსებული მიკრობზარების, დაზიანებული ადგილების აღდგენა, ნაკლული ფრაგმენტების მოდელირება და ფორმირება.