- 2 აგვისტოს, 10:00 საათიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდება.
აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფილის ექიმები – რადიოლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი და რევმატოლოგი მიიღებენ.
პროექტის ფარგლებში, 3 აგვისტოს, 10:00 საათიდან, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური კვლევები, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას ჩაუტარდება.
სამედიცინო აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს