სენაკში დიმიტრი ჯაიანის ხსოვნის საღამო გაიმართა

  • სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეაში, ცნობილი ქართველი მსახიობის და საზოგადო მოღვაწის, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, სენაკის საპატიო მოქალაქის, დიმიტრი ჯაიანის დაბადებიდან 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გალერეის საგამოფენო სივრცეში მოეწყო ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო-გამოფენა.