- 24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და მეწარმეობის მიმართულებით დაინტერესებული პირებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისებზე, ბიზნესის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებზე; ასევე შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინდივიდუალური კონსულტაციები.
დაინტერესებული პირები, 24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, შეგიძლიათ მობრძანდეთ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, შემდეგ მისამართზე: სენაკი, ჭავჭავაძის ქუჩა 103, მესამე სართული, ჟიული შარტავას სახელობის სხდომათა დარბაზი.