- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს, ასევე ტარდება უფასო სკრინინგი.
ინფორმაციისთვის: მუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ შეიძინა 200,000 დოზა ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა VaxigripTetra
(SANOFI WINTHROP INDUSTRIE) – ერთ-ერთი იმ ვაქცინებიდან, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას აძლევს. ვაქცინა მორგებულია იმ გრიპის შტამებზე, რომელთა ცირკულაციაც მოსალოდნელია მიმდინარე სეზონზე.
ვაქცინაცია და სკრინინგი ასევე მიმდინარეობს 6 სამედიცინო დაწესებულებასა და 15-ვე ადმინისტრაციული ერთეულის საექიმო ამბულატორიაში. ამ დროისთვის ვაქცინირებულია 1 084 მოქალაქე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე: 116 006

