- სენაკელი სპორტსმენი, ელგუჯა გვასალია, პარიზში გამართული ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
ვეტერანი სპორტსმენი, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის ძიუდოს და სამბოს დამსახურებული მწვრთნელ-მასწავლებელია.
ელგუჯა გვასალიას მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.
სპორტსმენს ძიუდოში არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული: არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი, საქართველოს ორგზის ვიცე ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობაში.
ვეტერან სპორტსმენს მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო გადაეცემა.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

