სოფელ ისულაში, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი იკურთა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ისულაში, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი, დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აკურთხა.

ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ: ფოთის, სენაკისა და ფოთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გიორგი ხახუბია, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – ნინო ვიბლიანი და გიორგი ნადარაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ახალი ტაძრის ქტიტორი სენაკის საპატიო მოქალაქე გიორგი სალაყაიაა. მასვე ეკუთვნის ტაძრის არქიტექტურა.

ტაძრის ადგილას ადრე ფუნქციონირებდა წმინდა ბარბარეს სახელობის ძველი ეკლესია, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაანგრიეს.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს