- აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი 3-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ქვეყნის მასშტაბით 8 სხვადასხვა ქალაქში გასართობი პროექტი „ჯადოსნური დღეები“ ხორციელდება.
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინფორმაციით, სენაკში, 30 ნოემბერს, 16:00 საათზე, სამხედრო დასახლებაში, ანიმატორებთან და ზღაპრის პერსონაჟებთან ერთდ, უამრავი გასართობი აქტივობა, გუნდური და ინტერაქტიული თამაშები, საპნის ბუშტები, მასკოტებისა და აზოტის შოუ, ფერადი ბუშტები, ბამბის ნაყინი და პოპკორნი დაგხვდებათ ბავშვებს.

