სენაკის ტექნოპარკში მიმდინარეობს პროექტი – „სტარტაპ თაობა”

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორობით, ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსებითა და გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეას“ ორგანიზებით, სენაკის ტექნოპარკში მიმდინარეობს პროექტი – „სტარტაპ თაობა – ციფრული უნარების განვითარება წარმატებული მეწარმეობისათვის – სენაკის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებში“.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 16 წლიდან 29 წლამდე დაინტერესებულ ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე – ახალგაზრდული საქმიანობა და მოხალისეობა.

პროექტში ასევე ჩართულები არიან აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდები.

პროექტი მიზნად ისახავს სენაკის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ინოვაციურ მეწარმეობაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გზით, რაც ხელს შეუწყობს სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერებას, მომავლის პროფესიების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და კარიერული კონსულტაციის გზით, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და გაძლიერებას.