- დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში გაიმართება დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა თავად განსაზღვრავს, თუ რომელი ინფრასტრუქტურული პროექტებია პრიორიტეტული მათი სოფლისთვის.
მიმდინარე წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის 738 000 ლარია გამოყოფილი.

