სენაკში ბიბლიოთეკის მშენებლობა იგეგმება

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკში თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკის მშენებლობა იგეგმება.

უწყების ცნობით, ბიბლიოთეკა იქნება ოდის ტიპის და ამასთან, სრულად მორგებული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. შენობა აღიჭურვება თანამედროვე წიგნსაცავით, კომფორტული და მრავალფუნქციური სამკითხველო დარბაზებით, სამუშაო სივრცეებითა და ინკლუზიური ინფრასტრუქტურით, რაც უზრუნველყოფს მისი სერვისებით სრულფასოვან სარგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც.

პროექტი ხორციელდება პროგრამის – „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობა“ – ფარგლებში, ხოლო მისი საერთო ღირებულება შეადგენს 335 800 ლარს.

ბიბლიოთეკა აშენდება შემდეგ მისამართზე: ქალაქი სენაკი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N82ა (ყოფილი ოდის ტერიტორიაზე).