სენაკში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩატარდება

  • 18-19 მარტს, 10:00-დან 18:00 საათამდე, სენაკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის გაიმართება უფასო სამედიცინო სკრინინგი.

კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მაღალკვალიფიციური ექიმებისგან სრულიად უფასოდ მიიღონ შემდეგი მომსახურებები:

ძუძუს კიბოს სკრინინგი – 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის;

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებისთვის;

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი – 50-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის;

პროსტატის კიბოს სკრინინგი – 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის.

მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქუჩა №108 (სამშობიარო სახლის მიმდებარე ტერიტორია).

აქციაში მონაწილეობისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს: 579 24 95 34.

ინფორმაცისთვის: სამედიცინო აქცია ჩატარდება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით.