ანსამბლ „ოდოიას“ ფონდის პრეზენტაცია გაიმართა

  • სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ანსამბლ „ოდოიას“ ფონდის პრეზენტაცია გაიმართა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება გახსნა მუზეუმის სპეციალისტმა, დამირ კუჭავამ.

პრეზენტაციის იდეა ეკუთვნის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკს, ლალი გულუას.

ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ანსამბლის დაარსების ისტორიასა და მიღწევებზე.