- 8 მაისს, 10:00-დან 18:00 საათამდე, სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობისთვის გაიმართება უფასო სამედიცინო სკრინინგი.
სამედიცინო აქცია ჩატარდება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით.
კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მაღალკვალიფიციური ექიმებისგან სრულიად უფასოდ მიიღონ შემდეგი მომსახურებები:
* ძუძუს კიბოს სკრინინგი – 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის;
* საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებისთვის;
* მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი – 50-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის;
* პროსტატის კიბოს სკრინინგი – 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის;
* C და B ჰეპატიტის, აივ/ინფექცია შიდსის სკრინინგული კვლევა.
მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქუჩა №108 (სამშობიარო სახლის მიმდებარე ტერიტორია).

