პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2026 წლის 11 მაისს დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა, და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.ge, ასევე საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

2026 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.