- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის XIII მუსიკალური ფესტივალი იწყება.
იხილეთ ფესტივალის პროგრამა:
15 მაისი. 18:00 – საპატრიარქოს სამრევლო სკოლის გოგონათა გუნდის კონცერტი – სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრი.
16 და 18 მაისი. 19:00 – საგუნდო დირიჟორის, ქეთევან მანელიშვილისა და პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის მასტერკლასი – ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლა.
21 მაისი. 19:00 – ქართველი შემსრულებლის, ნუკრი კაპანაძის კონცერტი – სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრი.
22 მაისი. 19:00 – საერთშორისო და ეროვნულ კონკურსებში გამარჯვებული ახალგაზრდა პიანისტების კლასიკური მუსიკის კონცერტი – ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლა.
23 მაისი. 19:00 – ავსტრიელი პიანისტის, ლევ დავიდოვის საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი – ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლა.
24 მაისი. 19:00 საათი – არტ-ფესტი 2026-ის საზეიმო დახურვა – აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრი.
არტ-ფესტი მიეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას.
ფესტივალი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს მხარდაჭერითა და ხელოვნების აკადემიის ინიციატივით იმართება და მისი დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, სენაკის საპატიო მოქალაქე ვალერიან შიუკაშვილი.

