- ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სენაკში, შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა გვიჩიასთან, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროს გივი მისაბიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, საზეიმო კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და ბავშვთა კამერულმა ორკესტრმა.
პატარებისთვის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის თეატრალურმა დასმა, საბავშვო სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ წარადგინა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე – „დედამიწა ერთ სცენაზე“ – მოსწავლეებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და ტრადიციები კოსტუმირებული კომპოზიციებით გააცოცხლეს.
დღე, სპორტული აქტივობით დასრულდა. მერის ახალგაზრდული მჩეველთა საბჭოს ორგანიზებით, სპორტის სასახლეში, გაიმართა მატჩი მინი ფეხბურთში.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

