ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

  • 7 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის – ჟიული შარტავას მშობლიურ ქალაქში, სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილის ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ეროვნული გმირის ცხოვრებასა და მოწამეობრივ აღსასრულს მიეძღვნა ფოტოგამოფენები, ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მუზეუმებსა და ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.

მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დღეს, სასწავლო პროცესი, გმირისადმი პატივის მიგებით დაიწყო.

ეს დღე, ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მეორე საჯარო სკოლაში, თემატური გაკვეთილით აღნიშნეს.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში, ჟიული შარტავასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთში დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა აღავლინა.