- სენაკის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, შხეფის ქუჩის ჩიხში არსებულ სანიაღვრე არხზე რკინაბეტონის საყრდენი კედელი ეწყობა. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარე პროექტის ღირებულება 20 272 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შემდეგ ობიექტებზე:
* შელეგიას ქუჩაზე – სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია;
* ზვიად გამსახურდიას ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩამდე – სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია;
* ქალაქის №2 საბავშვო ბაღში – სახურავისა და ოთახების რეაბილიტაცია;
* ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე – საყრდენი კედლის რეაბილიტაცია;
* ქუთაისის ქუჩის I შესახვევში – გზის ჩაქცეული მონაკვეთის რეაბილიტაცია;
* ქუთაისის ქუჩის I შესახვევში, №2 საცხოვრებელ სახლთან – სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია;
* თეფანიას ქუჩის ბოლოს გამავალ ღელეზე – დაზიანებული საყრდენი კედლის რეაბილიტაცია;
* თეფანიას ქუჩაზე არსებულ ღელეზე – კედლებისა და ხიდის ბურჯების რეაბილიტაცია;
* თეფანიას ქუჩის №31-ის მიმდებარედ – არხზე 15 გრძივ მეტრზე რკინაბეტონის კედლის მოწყობა და ღელეზე არსებული კედლის 15 გრძივ მეტრზე ამაღლება;
* მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის პერტულის უბანში – ხიდ-ბოგირზე მისასვლელი გზის აღდგენა;
* მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის საწულეისკიროს უბანში – ხიდ-ბოგირთან ჩაქცეული გვერდულის აღდგენა;
* მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელ გზაზე – დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა;
* ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ალერტის გზაზე – დაზიანებული გვერდულის რეაბილიტაცია;
* ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დიდ ხორშში – გზის ჩაქცეული გვერდულის რეაბილიტაცია;
* ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ციზეთში – დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია;
* ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუა ხორშში, საგვასალიოს უბანში – ხიდ-ბოგირის მოწყობა;
* ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუა ხორშში, საჭანტურიოს უბანში – მილხიდზე სათავისების მოწყობა;
* ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუა ხორშში, მეურნეობის უბანში – მონოლითური რკინაბეტონით გზის დამცავი საყრდენი კედლის მოწყობა;
* ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლეგოგიეს გზაზე – ჩაქცეული მონაკვეთის რეაბილიტაცია;
* ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ლეკირცხალიეს უბანში – გზის ჩაქცეული მონაკვეთის რეაბილიტაცია;
* ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის ლებაღათურეს უბანში – ხიდის სათავისების რეაბილიტაცია;
* ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სხივის ქუჩაზე – დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია შემდეგ ობიექტებზე:
* ქალაქ სენაკში, ნატოჩაოს უბანში – სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია;
* ქალაქ სენაკში, ღელე „ხაბაზეთზე“, იუსტიციის სახლის მიმდებარედ – დაზიანებული ბეტონის ჯებირების აღდგენა;
* ეკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შრომისკარში – დაზიანებული ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია;
* ეკის ადმინისტრაციული ერთეულის საკუჭავოს უბანში, I ლოკაციაზე – გზის ჩაქცეული გვერდულის რეაბილიტაცია;
* ეკის ადმინისტრაციული ერთეულის საკუჭავოს უბანში, II ლოკაციაზე – გზის ჩაქცეული გვერდულის რეაბილიტაცია;
* ეკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საადამიოში – ხიდის ბურჯის გამაგრება;
* ზანის ადმინისტრაციული ერთეულის სატყებუჩავოს უბანში – დაზიანებული მილხიდის აღდგენა.
სენაკის მუნიციპალიტეტში მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლების შემდეგ პირველად ხორციელდება. პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს დატბორვის საფრთხეების პრევენციასა და სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზიანის შემცირებას.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

