- დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში, საგაზაფხულო კონცერტი – ,,ქალი – სიცოცხლის გაზაფხული’’ გაიმართა.
კონცერტზე მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.
კონცერტს მერაბ ლატარია უძღვებოდა.
კონცერტზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას.

