- სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, წმინდა ალექსი სენაკელის დაბადებიდან 171 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან, შესაბამისი სამსახურისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საღამოზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, ვეფხვია ვეფხვაძემ, ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწის – წმინდა ბერის, ალექსი სენაკელის ცხოვრებასა და ღვაწლზე ისაუბრეს.
ალექსობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა, საესტრადო განყოფილების მოსწავლეებმა, გოგონათა კვარტეტმა, ანსამბლებმა – ,,გოგალაიმ” და ,,მორდუმ”.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს