ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს სენაკელი ახალგაზრდებიც შეურთდნენ

  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ეგიდით, ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, წელს 2400 ახალგაზრდას 10 ნაკადად მიიღებს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბანაკში მყოფი 15 სენაკელი ახალგაზრდა, თანატოლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ინტერაქციულ-საგანმანათლებლო და მოწვეულ სტუმრებთან არაფორმალურ გარემოში გამართულ შეხვედრებში, კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში, სპორტულ ოლიმპიადასა და სხვადასხვა ტურნირში.

სენაკელ ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან და ამავე სამსახურის სპეციალისტთან, გვანცა მალანიასთან ერთად შეხვდა.