დღეს, სენაკში, რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი სტარტს აიღებს

  • სენაკის მუნიცილაიტეტის მერის ინფორმაციით, რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, დღეს, სტარტს უკვე მეოთხედ, სენაკში იღებს.

ფესტივალის სენაკურ დღეებს, 19:00 საათზე, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, პრემიერით ,,რომეო და ჯულიეტა“ გახსნის. საფესტივალო პროგრამა უილიამ შექსპირის პირველი ფოლიოს 400 წლისთავს ეძღვნება.

ფესტივალის მხარდამჭერებია: სენაკის და ფოთის მუნიციპალიტეტების მერიები.