ვაჩნაძის და მშვიდობის ქუჩებზე, მინი სპორტული მოედნები მოეწყო

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, ყოფილი მე-8 სკოლის მიმდებარედ, ასევე, ვაჩნაძის და მშვიდობის ქუჩებზე, მინი სპორტული მოედნები მოაწყო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, დამონტაჟდა ხელოვნურსაფარიანი მოედნები, კალათბურთის ფარები, გარე განათების სისტემა, შემოღობვის კონსტრუქციები და სხვა.

ვაჩნაძის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედნის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 110 241 ლარი გამოიყო;

ყოფილი მე-8 სკოლის მიმდებარედ კი – მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, პროექტის ღირებულებამ 109 882 ლარი შეადგინა.

სამუშაოები შპს ,,აფომ“ განახორციელა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, ვაჩნაძის ქუჩაზე იმყოფებოდა და შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიმდინარე წელს 3 სპორტული მოედნის მოწყობა დაასრულა;

უახლოეს პერიოდში კი, სხვადასხვა ლოკაციებზე, იგეგმება ახალი სპორტული მოედნების მოწყობა.