- სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, ინგლისურენოვანი მიუზიკლის – “მერი პოპინსი” პრემიერა შედგა.
ბრიტანულმა სკოლამ – დირექტორი: ფიქრია ჭყონია, სენაკის, აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეები გააერთიანა.
წარმატებულ სპექტაკლს უმასპინძლეს თბილისის მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო და ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრებმა.
სპექტაკლის რეჟისურა ლაშა გოგნიაშვილს ეკუთვნის; მუსიკალური გაფორმება – ვახტანგ და ეკატერინე ერქომაიშვილებს; სპექტაკლის ქორეოგრაფია – რომან ჯაჯანიძეს.
მთავარი როლის შემსრულებელი – წარმატებული სენაკელი ახალგაზრდა, ნინო ძიგუაა.
პრემიერას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს