ისულასა და თაყაიშვილის ქუჩაზე, სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • სოფელ ისულასა და ქალაქად, თაყაიშვილის ქუჩაზე, ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სოფელ ისულაში ეწყობა 250 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე სისტემა, ღირებულებით – 62 357 ლარი;

თაყაიშვილის ქუჩაზე კი – 130 გრძივი მეტრი სანიაღვრე მოეწყობა. პროექტის ღირებულება 28 674 ლარს შეადგენს.

სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

აღნიშნულ ლოკაციებზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად იმყოფებოდა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.