მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა

  • ფოცხოს საექიმო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამედიცინო აქციაში სხვადასხვა პროფილის ექიმები: თერაპევტი – ზურაბ თუთარაშვილი, კარდიოლოგი – მანანა გიორგობიანი, ოფთალმოლოგი – ნინო კალატოზიშვილი, ექოსკოპისტი/რადიოლოგი – ირინა მოდებაძე მონაწილეობენ.

სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერის წარმომადგენელთან ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მალხაზ ტორჩინავასთან, წარმომადგენლის ასისტენტთან, გელა ჯოჯუასთან და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სენაკის ფილიალის ხელმძღვანელთან, რომან ავალიანთან ერთად გაეცნო.

აქცია დღესაც გაგრძელდება. დილის 10 საათიდან, ლეძაძამეს საექიმო ამბულატორიაში, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეილის მოსახლეობას უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდება.

სამედიცინო აქცია, რომელიც პერმანენტულ ხასიათს ატარებს, სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

პროგრამას, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების უფასო სამედიცინო მომსახურეობას და მათთვის, დახმარების სხვადასხვა სერვისებს მოიცავს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ.

პროგრამის ინიციატორია სენაკის მუნიციპალიტეტის მერია და მხარდაჭერილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.