პანელური დისკუსია გაიმართა

  • სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით, სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში, პანელური დისკუსია გაიმართა.

დისკუსიას საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, იუნესკოს მშვიდობის ელჩი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, ელისო ბოლქვაძე უძღვებოდა.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხახუბიამ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ლევან მგალობლიშვილმა, ანზორ ბოლქვაძემ, კულტურის კომიტეტის წევრმა, ბაია კვიციანმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, ფოთის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, მესტიის ადგილობრივი თვითმმართველობების, სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების სახელოვნებო და კულტურის სფეროების წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „სახელოვნებო განათლების რეფორმა კულტურის კომიტეტის ინიციატივით მზადდება და მისი იმპლემენტაცია, საქართველოს მასშტაბით, მომავალი წლიდან იგეგმება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება კულტურის სამინისტროს ჩართულობით ხორციელდება“ – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

პანელურ დისკუსიას ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, სამეგრელოს რეგიონის სახელოვნებო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პანელური დისკუსიის მიზანი – სახელოვნებო განათლების მიმართულებით, დარგის სპეციალისტების მხრიდან, გამოწვევების იდენტიფიცირებაა.