- საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედლით მხედრული მამაცობისთვის 8 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა.
სალომე ზურაბიშვილმა სენაკში, ქართული კონტიგენტის მიერ სამშვიდობო მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში განხორციელებულ საერთოშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას კი საქართველოს თავდაცვის ძალების 32-მა სამხედრო მოსამსახურემ შესწირა თავი.