სენაკის მერმა გიორგი ქვარცხავას და მის მწვრთელ-მასწავლებელს უმასპინძლა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვლთან ერთად, სენაკელ ფალავანს, გიორგი ქვარცხავას და მის მწვრთელ-მასწავლებელს, რამაზ კოკაიას შეხვდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა, წარმატებულ სპორტსმენს და მის მწვრთელს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ვიცე-ჩემპიონის ტიტული მიულოცა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სენაკელ ვიცე-ჩემპიონს ფულად ჯილდოს გადასცემს.