სენაკში „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრისა და საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

„აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, ადგილობრივ მეწარმეებს, ფერმერებს, ბიზნეს. სექტორს, მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, ცენტრის მიერ, რეგიონის მასშტაბით, საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსების, ბიზნეს უნარების გაუმჯობესებისა და საინფორმაციო მომსახურების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებზე.

საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა კი – პროექტის – ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მართვაში ფერმერების ჩართულობისა და მუნიციპალური თვითმმართველობის როლის გაძლიერების ხელშეწყობა“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პროექტი მიზნად ისახავს ფერმერების ჩართულობის გაზრდას და მათთან თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესებას.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.