სენაკში ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან და სამსახურის სპეციალისტებთან – გვანცა მალანიასთან და ლატავრა თოდუასთან ერთად, ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა მერთან შეხვედრისას არაერთი ინიციატივა გააჟღერეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მერის სათათბირო ორგანომ – ახალგაზრდულმა საბჭომ თავმჯდომარედ, წარმატებული სენაკელი ახალგაზრდა, ნანო მისაბიშვილი, მოადგილედ – ანა ქეცბაია აირჩია.

ინფორმაციისთვის: ახალგაზრდული საბჭო ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტებულია 14 -დან 29 წლის ჩათვლით, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებით.

ახალგაზრდული საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

  • ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, შეფასება;
  • მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
  • ახალგაზრდების ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ.