სენაკში, ვანდალური ფაქტები დაფიქსირდა

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული მასშტაბური პროგრამის -,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, რეაბილიტირებულ მრავალფუნქციურ რეკრეაციულ ზონაში.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია სკვერის ინტერიერი, დაზიანებულია სენაკის მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლის ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადი, ამორტიზირებულია პარკში არსებული გარე ტრენაჟორები.

“მატერიალურ ფასეულობათა და კულტურის ძეგლთა განადგურება ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი ქმედებაა! მოგიწოდებთ გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, მის ინფრასტრუქტურას, კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს და ქალაქის იერსახეს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.