შეხვედრა “მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავების” საკითხზე

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ,,მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავების’’ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ევროკომისიის პროექტის “მერების შეთანხმება აღმოსავლეთის” ექსპერტმა, მერების შეთანხმების აღმოსავლეთ პარტნიორობის სამდივნოს წევრმა, გიორგი აბულაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – ,,მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (მეგსკ) შემუშავება ახალი ხელმომწერებისთვის” მენეჯერმა, ელენე გვილავამ, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, სამოქმედო გეგმის პროექტის დეტალები და 2024-2030 წლებში დაგეგმილი სამიტიგაციო და საადაპტაციო ღონისძიებები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, სამუშაო ჯგუფის მდივანმა, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, დალი ქაჩიბაიამ, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე კიზირიამ, ამავე სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, ირაკლი საჯაიამ, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, გვანცა მალანიამ.