სენაკში პროექტების განხორციელება დასრულების ეტაპზეა

  • “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით დაფინანსებული პროექტების განხორციელება, დასრულების ეტაპზეა.”

ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, 68 000 ლარის ფარგლებში, შემდეგი პროექტები განხორციელდა:

სოფელ ნოსირში – შემოიღობა საძოვარი და მოეწყო გარე განათების სისტემა;

შუა ნოსირში – მოეწყო საბავშვო ბაღის ღობე; ასევე კეთილმოეწყო სოფლის ცენტრის და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიები;

სოფელ საბესელიოში – ცხაურის და რკინიგზის გასწვრივ, რეაბილიტირდა ღობე;

სოფელ საკილასონიოში – მოწესრიგდა სანიაღვრე არხი და შემოიღობა საძოვარი;

სოფელ საოდიშარიოში – მოეწყო ცხაური და ამოიწმინდა სანიაღვრე არხი.

მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – ღირებულებით – 16 000 ლარი – ✔️მოეწყო გარე განათების სისტემა;

გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – ღირებულებით, 16 000 ლარი შესრულდა შემდეგი სამუშაოები:

მოწესრიგდა სანიაღვრე არხი;

მოეწყო სასაფლაოს ღობე.

სამივე ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებულ სამუშაოებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.