სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, დღეს, სოხუმის დაცემისა და ჟიული შარტავას გმირული დაღუპვიდან 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, გმირების ქალაქში პატივი მიაგეს აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.

ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში გაიმართა თემატური ღონისძიება – “აფხაზეთი ჩვენი ტკივილია…’’

სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

აფხაზეთის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტთან გამართული ლიტერატურული კომპოზიციით დასრულდა.