- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა, სენაკის სოფელ ნოსირის მკვიდრი, 41 წლის მამაკაცი.
პაციენტი 29 ნოემბერს სენაკის კლინიკა “სენამედში” სუნთქვის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს, 4 დეკემბერს კი ქუთაისში, “იუნიქალმედიში” გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.