ყოფილი 139-ე პროფტექნიკური სასწავლებლიდან ახალსოფლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წლის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას კიდევ ერთი – ყოფილი 139-ე პროფტექნიკური სასწავლებლიდან ახალსოფლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციის პროექტი შეემატა.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 391 323 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, ყოფილი 139-ე პროფტექნიკური სასწავლებლიდან ახალსოფლისკენ მიმავალი გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი მოეწყო.

უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო, სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო, ხიდ-ბოგირების მოწყობა-რეკონსტრუქციისა და აღდგენის სამუშაოები, ასევე სპორტული ინსფრასტრუქტურული პროექტები და კეთილმოწყობის სამუშაოები – სხვადასხვა მიმართულებით.